ჰერამის პირველი საპნები
ჰერამის ისტორია 2018 წლიდან იწყება, როცა დამზადდა პირველი საპონი. (იხ. მარცხნივ, თეთრი საპონი)
სრულიად შემთხვევით, პირველი პარტიის ორი მინი საპონი შემოგვრჩა და ვნახეთ 5 წლის შემდეგ, რამაც საშუალება მოგვეცა შეგვემოწმებინა მისი ხარისხი.
საპონი უვადო პროდუქტია, თუ ის სწორად არის დამზადებული. ჰერამის საპონმა დროს გაუძლო: საპნებს არანაირი ყვითელი ლაქები არ აქვს, რომელიც საპნის მწარმოებლებში ცნობილია ე.წ. "საშინელი ყვითელი ლაქების" სახელით და არ აქვს ასევე სიძველის სუნი. არის მკვრივი, თანაბარი შეფერილობის, სურნელოვანი, საუკეთესო.
შეადარეთ ეს ორი ფოტო ერთმანეთს. ქვედა ფოტო 2018 წელს არის გადაღებული. ზედა ფოტო კი 2023 წელს.
აი ეს არის ხარისხი.
ჰერამის საპნები დროს უძლებს და ღვინოსავით კიდევ უფრო უკეთესი ხდება.
დიახ, ეს ჰერამია, თავისი უნიკალური, საავტორო ფორმულებით.