ნატურალური საცხი მშრალი, ნორმალური და კომბინირებული ტიპის კანისთვის. კრემი იდეალურად ატენიანებს და კვებავს, არ იწვევს ფორების დახშობას, ამშვიდებს კანს, ათანაბრებს კანის ფერს, ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და აგლუვებს უკვე არსებულ ნაოჭებს. აძლიერებს ელასტინის და კოლაგენის სინთეზს კანში. კანს ანიჭებს ხავერდოვნებას და სიგლუვეს.
შემადგენლობა: ქაცვის ზეთი, ნუშის ზეთი, ზეითუნის ზეთი, მანგოს კარაქი, შიის კარაქი, ჰიალურონის და კოლაგენის კომპლექსი, ალანტოინი, ვიტამინები E, B3, B5, ფორთოხლის და ლიმონის ეთერზეთები.