დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone579281951 emailinfo@herami.ge
სახის მოვლა

აბრეშუმის საპონი

22n

აბრეშუმში შემავალი ნივთიერებები სერიცინი და ფიბროინი მნიშვნელოვნად აფერხებს კანის დაბერების პროცესს და კანს ანიჭებს ბზინვარებას. სერიცინი აძლიერებს სხვა ინგრედიენტების დამატენიანებელ თვისებებს თავის მოვლის საშუალებებში.

აბრეშუმი ახალგაზრდული, მბზინავი სახის საიდუმლოა.

მასში შემავალი ნივთიერებბები სერიცინი და ფიბროინი საოცრებებს ახდენენ კანზე.

- აბრეშუმი ჰიპოალერგიულია.

- ანელებს დაბერების პროცესს.

- ხელს უწყობს კანის დატენიანებას.

- არის ანტირადიაციული

- ხელს უშლის მელანინის წარმოქმნას კანზე, რაც - აცისკროვნებს და აღიავებს სახის კანს.

მოსინჯეთ აბრეშუმის საპონი. დაუვიწყარი შეგრძნებაა აბრეშუმის საპნით დაბანის პროცესი. რბილი, ნაზი, კრიალა და ბზინვარე კანი გარანტირებულია.

დამზადებულია მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.

გამოყენების წესი: დაიბნეთ საღამოობით ქაფის სახეზე გაჩერების გარეშე. დაბანის შემდგომ დაიტენიანეთ.

ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი, ტუტე, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, შიის კარაქი, კაკაოს კარაქი, აბუსალათინის ზეთი, აქტივირებული ნახშირი, ქართული აბრეშუმი.

კარგი საპონი კარგი ღვინოსავით არის. რაც დრო გადის, მით უკეთესი ხდება. "დააძველეთ"... ურბილესი, უკეთესი გახდება... მალამოსავით მოედება ქაფი ხელს... ჰერამის საპონი უვადოა