https://jolo.ge/heramis-surneleba-da-efeqti/
01/26/2023
საჩუქრების ყუთი, როდესაც გავხსენი, ზღვის ტალღების, წვიმის წვეთებისა და მინდვრის ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელი ამოიფრქვა … ამ სურნელივით მომაჯადოვებელი ეფექტი ჰქონდა იმ უნიკალურ პროდუქტებსაც, რომელიც ამ ყუთში ელაგა და რომელსაც ნატურალური კოსმეტიკური საშუალებების ქართული ბრენდი “ჰერამი” ქმნის.
ჰერამი სვანური სიტყვაა და ნაცრიან წყალს ნიშნავს, რომლისგანაც სვანეთში საპონს ამზადებდნენ. „ჰერამი“ სწორედ საპნის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს და სახის, თმის და ტანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს აწარმოებს.
თუმცა, უფრო დეტალური ინფორმაცია თავად ამ ბრენდის “ალქიმიკოსისგან” თამარ მიქაძისგან შევიტყოთ.
– ქალბატონო თამარ, ბაზარზე ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალებაა, რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა “ჰერამის” პროდუქცია?
– მზადდება ხელით, უმაღლესი ხარისხის ზეთებით, ეთერზეთებით და კარაქით. არ ვიყენებთ ცხოველურ ქონს. მთლიანად ვეგანური არ ვართ, ვიყენებთ რძის შრატს და თხის რძეს, ფუტკრის ცვილს, მაგრამ გვაქვს არჩევანი ვეგანური პროდუქტის მომხმარებლებისთვის.
მომხმარებლის კმაყოფილება და კეთილგანწყობაა ჩვენი არსებობის განმსაზღვრელი ამ დიდი კონკურენციის მქონე ბიზნესში.
ჰერამი თავისი ბუნებრიობის წყალობით იზიდავს ბევრს. გამოირჩევა ხარისხით, სილამაზით, სურნელით და რაც მთავარია ეფექტით. ჩვენი საპნის და სხვა საშუალებების მოხმარებისთანავე კანი ხდება ხავერდოვანი, ნაზი, გლუვი, ერთფეროვანი, ერთგვაროვანი. შესამჩნევად ღიავდება ლაქები და სახის კანი. მერწმუნეთ, ეს, მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს შეუძლია, რადგან ბუნება სასწაულებს ახდენს.
სამწუხაროდ ქართველი მომხმარებელი, მიჩვეულია იმედგაცრუებას, მოტყუებას, რაც ძალიან გულსატკენია, რადგან ეს დამოკიდებულება ჩვენდამი უნდობლობაში აისახება, თუმცა ჰერამის მოხმარების შემდეგ გაოცებულები გვწერენ მისი მყისიერი ეფექტის შესახებ.
– ამ ეფექტის დამსახურებაა ჩემი ინტერესი და თქვენთან სტუმრობა, ძალიან მომხიბლა თქვენი კოსმეტიკის სურნელმაც
– მაქვს უძვირფასესი ეთერზეთების დიდი კოლექცია. მათი განსაკუთრებული და ინდივიდუალური სურნელი დიდ როლს თამაშობს თითოეული პროდუქტის შექმნაში. ჩემთვის ეს პროცესი უფრო შემოქმედებითია. თითოეული პროდუქტი დიდი სიყვარულით იქმნება, რაც აისახება კიდეც მის ხარისხზე. შეუძლებელია ეს ხარისხი გააფუჭო, რადგან შენი ნახელავი, ნააზრევი და რუდუნებით გამოყვანილი ფორმულა შვილივით გიყვარს.
ყველაფერი, რასაც მომხმარებელი იყენებს, გამოცდილია საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, შვილებზე და ახლობლებზე. ასეთი პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს განვითარებულ ქვეყნებში და მათ შეფუთვაზე ეს ფაქტი ყოველთვის ამაყად არის აღნიშნული. ჩვენთან ასეთი პროდუქცია ახალია… იმ ინგრედიენტების შესახებ, რომლითაც ჰერამის პროდუქცია მზადდება, მომხმარებლის ინფორმირებას მუდმივად ვცდილობთ. გარდა მომხმარებლის ინფორმირემულობისა ამა თუ იმ ინგრედიენტის შესახებ, სიამაყით აღვნიშნავთ ყოველთვის, რომ “ჰერამის” ყველა ინგრედიენტი საკვებად ვარგისია.
თუ შეიძლება იმ ახალ პროდუქტზეც გვიამბეთ, რომელსაც მხოლოდ თქვენ აწარმოებთ, რისთვის არის ეფექტური შუნგიტის საპონი ?
შუნგიტი უნიკალური ქვანახშირისებრი მინერალია კარელიის ოლქიდან. არსებობს ვერსია, რომ ის დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა 2 მილიარდი წლის წინ. ამ მინერალს გააჩნია საოცარი მაკურნებელი ძალები და ამიტომ მას სასწაულის ქვასაც უწოდებენ. ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის კურნებას. ის არა მარტო ეზოთერული ქვა-მინერალია, რომელსაც სასწაულებრივ მფარველობით ძალებს მიაწერენ, არამედ ორგანიზმიდან შეუძლია გამოაძევოს ტოქსიკური ნივთიერებები და ხელი შეუწყოს იმუნური და ლიმფური სისტემების გაჯანსაღებას. შუნგიტის პასტას დაიტანენ სახეზე აკნეს, გამონაყარის, ფსორეაზის, ეგზემის, დემოდეკოზის და კანის სხვა დაავადებებისგან გასასუფთავებლად.
შუნგიტის წყალობით იკლო კანის გახევებამ, მნიშვნელოვნად იკლო პიგმენტაციამ, ფორების ზომამ და კანის დანაოჭებამ. ჰერამი შუნგიტის მინერალს საპონში იყენებს. შუნგიტირებული წყლით მზადდება შუნგიტის საპონი.
– დღეს, ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ბევრს აწუხებს აკნეს პრობლემა, “ჰერამის” რომელი პროდუქტით შევძლებთ, რომ სამუდამოდ დავემშვიდობოთ მას?
– აკნესთთან გასამკლავებლად ძალიან პოპულარულია ჩვენი აკნეს საპნები, ლავანდა, ყავა, კურკუმა, შუნგიტი, ნახშირი, ჭინჭარი და საპონთან ერთად ეთერზეთების მიქსი პრობლემური კანისთვის, რომელიც 14 ზეთის და ეთერზეთის უნიკალური ფორმულაა. შედეგად, წლების განმავლობაში აკნეს მკურნალობით ნატანჯი პაციენტები ერთი კვირიდან 10 დღეში უკვე შვებას გრძნობენ. აკნე უკან იხევს, შუშდება ანთებითი გამონაყარი, კრიალდება სახე, ღიავდება აკნესგან გამოწვეული ლაქები და ნაკლებად შესამჩნევი ხდება ნაწიბურები სახეზე. როგორც ჰერამის მომხმარებლები ხშირად მწერენ, ჰერამის ეფექტი მყისიერია.
პროდუქციის მზადების პროცესი სულ უფრო და უფრო მარწმუნებს, რომ ყველაფერი რაც ადამიანის კეთილდღეობისთვის არის საჭირო – ბუნებრივია. ბუნება აბსოლუტურად ყველაფერს გვაძლევს. არაფრის ძებნა და ხელახალი აღმოჩენა არ არის საჭირო. მთავარია ისევ შემოვბრუნდეთ ბუნებრივისკენ და ვიწამოთ მისი ძალა. სწორედ ამ ძალის დამსახურებით არის “ჰერამი” ბუნებრივი, სასარგებლო, ლამაზი, სურნელოვანი, 100% ნატურალური და უნიკალური…