დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone579281951 emailinfo@herami.ge

რა ვისწავლე აშშ-ში და როგორ გავხდი თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი?

www.mozaike.ge/news

05/01/23

საქართველოში, დაახლოებით 10 წლის წინ დავბრუნდი აშშ-ში 15 წლიანი ცხოვრების, სწავლის და მუშაობის შემდეგ. ეს 15 წელი იყო წინსვლის და დიდი წარმატების წლები, პრესტიჟულ საკონსულტაციო ორგანიზაციებში მუშაობის და პიროვნული თუ პროფესიული განვითარების და ზრდის წლები.

დავამთავრე ნიუ იორკის და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტები საერთაშორისო განათლების და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით. წლების განმავლობაში, ვმუშაობდი ვაშინგტონში. 2012 წელს კი, სრულიად მოულოდნელად ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.

ბუნებრივი კოსმეტიკის მომხმარებელი ვიყავი წლების განმავლობაში. არასდროს მიყიდია რამე შემადგენელი ინგრედიენტების საფუძვლიანი გამოკვლევის და შესწავლის გარეშე. მაინტერესებდა ინფორმაცია ყველა ინგრედიენტის შესახებ, რადგან ყოველთვის მოვიხმარდი მხოლოდ ბუნებრივს და ბიო პროდუქციას.

დროთა განმავლობაში დამიგროვდა ცოდნა ზეთების, მცენარეების და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ. საფუძვლიანად გამოვიკვლიე ჩემთვის საინტერესო სფერო. ამ მიმართულებით კითხვა და ცოდნის დაგროვება გახდა ჰობი, საყვარელი საქმიანობა.

საქართველოში დაბრუნებულმა დავამზადე ის, რის დეფიციტსაც ძალიან განვიცდიდი – ხარისხიანი ბიო დასაბანი საშუალება, ხარისხიანი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, ბუნებრივი კრემი ქიმიური დანამატების გარეშე.

ვცადე საკუთარი თავისთვის მიმეცა ის, რასაც ვერსად ვპოულობდი და მუდმივად იმედგაცრუებული ვიყავი. შედეგმა აღმაფრთოვანა მეც და გარშემო მყოფნიც. ბუნებით შემოქმედი ადამიანი, მალე გამიტაცა სხვადასხვა დიზაინის საპნების დამზადებამ. მალე მივხვდი, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც მინდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ჰობი.

ყველა ფორმულა საავტოროა. ამჟამად მზადდება 40-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქცია, 20-მდე სახის საპონი.

აქტიურად ვიღებ მონაწილეობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამოფენებში დედა ენის პარკში, რუსთაველზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული გასულ წელს ექსპო ჯორჯიაში 100 მეწარმე ქალის გამოფენაში. მიღებული მაქვს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტი წარმოების განვითარებისთვის. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას BPN Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში და კონსულტაციებში წარმოების წინსვლისთვის.

საპონი მზადდება ხელით და სხვადასხვა ძვირადღირებულ მცენარეულ ზეთებთან და ეთერზეთებთან ერთად. ჩემი პროდუქცია შეიცავს ყველაზე ძვირფასს – საკუთარი სულის ნაწილს, რომელიც დიდი სიყვარულით არის მასში ჩადებული.

ვისაც ამ მიმართულებით უნდა მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა უყვარდეს თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებების გამოყენება და არ უნდა კმაყოფილდებოდეს იმით, რაც იყიდება ბრჭყვიალა შეფუთვებში, უნდა იცოდეს მათი შემადგენლობა და დიდი სურვილი ჰქონდეს დაამზადოს ბუნებრივი თვითონ.

გარდა ამისა, საპნების დამზადებას სჭირდება სიზუსტე, ბევრი სინჯების გაკეთება, რომ არ ავნოს ადამიანს, უნდა ფლობდეს ცოდნას ამ მიმართულებით.

სტატიის სანახავად გადადით ბმულზე:

https://mozaikanews.ge/2023/04/27/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92/?fbclid=IwAR1-Fj91M7pqjlBsPjJCtQpp-_VXkbOBX_LFJPEDd8cKV80MFaX02x6zR3A