დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone579281951 emailinfo@herami.ge

Crystal Consulting ჰერამის შესახებ

04/07/2022

🔸კრისტალ კონსალტინგი კვლავ აგრძელებს წარმატებული ბენეფიციარების ისტორიების გაზიარებას და დღეს გვინდა გაგაცნოთ USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)-ს მონაწილე და „კრისტალ კონსალტინგის“ წარმატებული ბენეფიციარი - თამარ მიქაძე, თავის მოვლის საშუალებების ქართული ბრენდის - „ჰერამის“ დამფუძნებელი. თამარი ბრენდის ისტორიას თავად მოგვიყვება:

✍️„საქართველოში 2012 წელს დავბრუნდი ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ. ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი აშშ-ში, სადაც თავდაპირველად 1998 წელს წავედი როგორც ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი სამაგისტრო გაცვლითი პროგრამით. 2 წლიანი სწავლის შემდეგ დავუბრუნდი სამშობლოს და ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თბილისში.

2002 წელს კვლავ დავუბრუნდი აშშ-ს. ამჯერად სასწავლებლად წავედი ნიუ იორკის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლის დასრულების შემდეგ კი ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვაშინგტონში, ნიუ იორკში და ბოლოს დელოიტ კონსალტინგის ვირჯინიის ოფისში.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ საინტერესო წლების შესახებ, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების და ინტერესების ფორმირებაში. ეს იყო ძიების, სწავლის, პროფესიული და პიროვნული ზრდის წლები, რომელმაც მაჩუქა აუარებელი მოგონება, თავგადასავალი თუ კარიერული მიღწევა. ვაშინგტონშივე შევქმენი ქართული ოჯახი და ერთობლივი გადაწყვეტილებით დავუბრუნდით სამშობლოს 2012 წელს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ არსებულ ბაზარზე წარმოდგენილი უხარისხო კოსმეტიკის გამოყენებით გულგატეხილმა დავიწყე პროდუქციის დამზადება ჯერ საკუთარი თავისთვის, ხოლო შემდეგ კი ოჯახის გარეთაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. 2018 წელს დავაფუძნე „ჰერამი“ და დავიწყე თავის მოვლის საშუალებების წარმოება. “ჰერამიშია” ჩადებული ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით.

🍃🧽„ჰერამის“ პროდუქცია მზადდება ხელით, უმაღლესი ხარისხის ზეთებით, ეთერზეთებით და კარაქით. არ ვიყენებთ ცხოველურ ქონს. მთლიანად ვეგანური არ ვართ, ვიყენებთ რძის შრატს და თხის რძეს, ფუტკრის ცვილს, აბრეშუმს, მაგრამ გვაქვს არჩევანი ვეგანური პროდუქტის მომხმარებლებისთვის. პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით, სილამაზით, სურნელით და რაც მთავარია ეფექტით. უძვირფასესი ეთერზეთების განსაკუთრებული და ინდივიდუალური სურნელი დიდ როლს თამაშობს თითოეული პროდუქტის შექმნაში. ყველა ფორმულა საავტოროა. ამჟამად 20 დასახელების საპონი და 20 დასახელების სხვადასხვა პროდუქცია იწარმოება ჰერამის მიერ.

ყველაფერი, რასაც მომხმარებელი იყენებს, გამოცდილია საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, შვილებზე და ახლობლებზე. პროდუქციის მზადების პროცესი სულ უფრო და უფრო მარწმუნებს, რომ ყველაფერი რაც ადამიანის კეთილდღეობისთვის არის საჭირო – ბუნებრივია. ✍️

➡️სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზიაა. იგეგმება გაფართოება და ახალი პროდუქციის დამატება.

🛍პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ონლაინ:

FB : https://www.facebook.com/heramibeauty

https://www.facebook.com/heramibeauty/photos

FB : Tamar Mikadze

👩‍💻 პროგრამის ფარგლებში თამარს მენტორობა გაეწია ბიზნესის ფინანსების მართვასა და მარკეტინგში.

🎯USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’, ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (WGDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’.

#კრისტალკონსალტინგი

#CrystalConsulting

Crystal • კრისტალი

Crystal Fund/ფონდი კრისტალი

USAID/Georgia

USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა

#ამერიკელიხალხისგან 🇬🇪🇺🇸