დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone579281951 emailinfo@herami.ge

ექსპო - ჯორჯია 2022

2-3/10/2022

ჰერამმა 100 მეწარმე ქალთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში EXPO 2022  2-3 ოქტომბერს, რომელიც "გაეროს ქალთა ორგანიზაციის" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოფენა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა ქართველი ქალების მიმართ მხარდაჭერა, ნებისმიერ წამოწყებაში და დასძინა:

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ იმას, თუ სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია."

EXPO 2022 საშუალება მისცა მეწარმე ქალებს წარმოეჩინათ თავიანთი ბიზნესი, დასწრებოდნენ სემინარებს სხვადასხვა უნარების გასავითარებლად. ასევე, მეწარმე ქალებმა მიიღეს წვდომა ბიზნეს ინსტრუმენტებზე, დაამყარეს ახალი კავშირები.

ღონისძიება ორი დღისგან შედგებოდა. წინასწარ შერჩეული მეწარმე ქალები ისეთ ლექციებსა და ვორკშოპებს დაესწრნენ როგორიცაა: საწარმოს ზოგადი მართვა და სტრატეგიულ დაგეგმარება; გაყიდვების დაგეგმარება;

შეხვედრების პარალელურად მონაწილეებმა შეძლეს ერთმანეთის გაცნობა და საქმიანი ურთიერთკავშირების გაბმა.

ჰერამის კოლექცია EXPO 2022-ის გამოფენაზე:

https://www.facebook.com/heramibeauty/videos/508732010658525

გაეროს ქალთა ფონდი:

https://www.facebook.com/unwomengeorgia/posts/pfbid038KNiqss4HTDHuityTzo9pLSohyLmMY24gwNwzLnNSQaKqePYEibpUt86R6wziGVfl