ჩვენს შესახებ
ჰერამი თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. ჰერამი აწარმოებს თავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს - 40-მდე სხვადასხვა პროდუქციას და ხელნაკეთ საპნებს. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მცენარეული ზეთები და კარაქები, ასევე ეთერზეთები, მცენარეები, ექსტრაქტები.
ჰერამი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, საავტორო ფორმულებზე დამზადებულ ხარისხიან პროდუქციას.
ჰერამი აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენებში რუსთაველზე, დედაენის პარკში, თბილისი მოლში. ჰერამი 2022 წლის ოქტომბერში წარმოდგენილი იყო 100 მეწარმე ქალთან ერთად გაეროს ქალთა ფონდის მიერ დაფინანსებულ გამოფენაზე ექსპო ჯორჯიაში.
ხშირად გვეკითხებიან თუ სადაურია და რას ნიშნავს სიტყვა ჰერამი. ჰერამი სვანური სიტყვაა და ნაცრიან წყალს ნიშნავს. ძველად სვანეთში ნაცრიან წყალს (ტუტეს) იყენებდნენ საპნის დასამზადებლად. ძალიან გვინდოდა ჩვენს კომპანიას ჰქონდა ქართული, ჟღერადი და ლამაზი სახელი. სწორედ ასეთია ჰერამი.
ჩვენი სურვილია ჰერამი მუდმივად ასოცირდებოდეს ხარისხთან, სილამაზესთან და გაამართლოს მომხმარებლის ნდობა. ამისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას, მუდმივად ვამატებთ ახალ-ახალ პროდუქციას და ვაუმჯობესებთ უკვე არსებულს.
ამჟამად შეკვეთები იგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ. იმედი გვაქვს თქვენც შემოუერთდებით ჩვენი მომხმარებლების არმიას. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. მზად ვართ მოგისმინოთ და დაგეხმაროთ სურვილების ასრულებაში.